
სამოქალაქო საზოგდოება "ქართული ოცნების" სამიზნეშია. ე.წ. განდგომილებმა დღეს მმართველი გუნდის გეგმა გაასაჯაროეს. ივანიშვილის პარტია ღია ომს იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და რეპრესიების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას აპირებს.
"ხალხის ძალამ" დაანონსა ახალი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გააკონტროლოს ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის მათი ფინანსური ტრანზაქიები