"პირდაპირ ზეწოლაა სასამართლოზე" | მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი კობახიძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

სააკაშვილი ქვეყანას ვერ დატოვებს! - ქართული ოცნების თამვჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამ  კომენტარს პასუხობს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც ამბობს, რომ "ოცნება" მსგავსი სახის განცხადებებით სასამართლოზე ზეწოლას ახდენს. 

ხაჭაპურიძე მოუწოდებს ყველას, რომ სასამართლოს მისცეს საშუალება დამოუკიდებლად განიხილონ მიხეილ სააკაშვილის საქმე. 

"ვიცოდი, რომ ემპათიაზე ამას იტყოდნენ, ამიტომ იყვნენ ამერიკელები მოწვეულნი ამ საქმეში. ეს განცხადება სახელწმიფოს რა აძლევს უფლებას, რომ არ იქნეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დაცული. [კობახიძის განცხადება] ახალი არაფერი თქმულა, ერთგვარი მინიშნება კი არ იყო, პირდაპირ ზეწოლაა სასამართლოზე. ამიტომ ვთხოვ ყველას, თავი შეიკავნო, ერთგვარი მემორანდუმი გამოაცხადონ სანამ ამ საქმის განხილვა არ დასრულდება საერთოდ პოლიტიკური განცხადებებისგან. სასამარტლოს უნდა ჰქონდეს საშუალება, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად განიხილოს ესა თუ ის საქმე" - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. 

იხილეთ კობახიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი