თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით მიიყენა, კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ სახელმწიფო მის მიმართ "ზომა მეტ ყურადღებას" იჩენს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანება მიიყენა გათავისუფლების იმედით, რაც კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა.

კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება.

"ემპათია არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ენჯეო, მათ დასკვნას არ აქვს არანაირი ფასი, მარტივია პასუხი. [...] არ არის ეს საინტერესო, საინტერესო არის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც ხდება ბუნებრივია გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებიც არის მიღებული ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული, მაგალითად ამდენი ხნის განმავლობაში, თვეებია უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, ნუ ზომაზე მეტია მე მგონი ის ყურადღება რომელსაც იჩენს. [...] ზოგადად კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა, არ დაიწყო შიმშილობა?! თუ რაც იყო, გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საკვებს, ხო იყო ასეთი პერიოდი, მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით, ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა", - თქვა კობახიძემ. 

მისი განცხადებით, ასეთი რამ ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების მიზეზი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი