უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, რომელიც მომავალ წელს უკრაინის €18 მილიარდით დახმარებას ითვალისწინებს.
ბუდაპეშტში მედიასთან საუბრისას ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, თუმცა მას არ სურს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ უკრაინა დააყენოს.
დახმარების გეგმა მომავალ წელს უკრაინისთვის €18 მილიარდი გამოყოფას მოიცავს. აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ასევე, ხელფასებისა და საპენსიო ბიუჯეტის დაფინანსებას.
მხარდაჭერაზე უნგრეთის უარმა გეგმა შესაძლოა, მთლიანად ჩაშალოს, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტის წესების ცვლილებები მოითხოვს წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას.
ორბანმა ევროკავშირს ალტერნატიული გეგმა შესთავაზა, რომლის თანახმადაც ალიანსის 27 წევრს თავად უნდა განესაზღვროთ, თუ რა თანხის გამოყოფა შეუძლიათ უკრაინისთვის, ორბანი ფიქრობს, რომ ამ პრინციპით განაწილებული ტვირთი პროპორციული და სამართლიანი იქნება.
ცნობისთვის, ორბანი, რომელიც ფართოდ აღიქმება, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირე ევროკავშირში, ასევე, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ბლოკის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის აძლევდა მათ ხმას.