
“ჩვენთან, სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გადასახადსაც არ იხდის მოსახლეობა. ეს სამწუხაროა თუ საბედნიერო ჯერ ვერ გეტყვით. თვითონ ჩვენი მოსახლეობა გადასახადის გადახდას არაა შეჩვეული. დასუფთავების გადასახადი კი დავაწესეთ და შემოსავალიც გქონდა. პირველ წელს 12 000 ლარი მივიღეთ, შემდეგ 28 000, 34 000, პანდემიამდე 100 000 ლარამდეც ავედით.
ძირითადად იხდის კომერციული ობიექტები იხდიან, რომლებიც მოგებაზე არიან ორიენტირებული. რაც შეეხება მოსახლეობას, მათგან ჩვენ ფულს ვერ ვიღებთ. კანონით გაწერილია, ის რომ მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმალურია 2 ლარია თვეში სულზე, მაგრამ ეს მოსაკრებელი რა გადასახადს მივაბათ ვერ ვარკვევთ. დასუფთავების გადასახადი უცხო არის ჩვენი მოსახლეობისთვის, არ ყოფილა აქამდე ასეთი რამ”
- ამბობს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი bm.ge-თან საუბრისას.