
სამი საზღვაო ქვეითი დაბრუნდა მტრის ტყვეობიდან - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო დანაყოფი ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის საზღვაო ძალების ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე.
„გათავისუფლებულ სამხედროებს პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს.
უკრაინის საზღვაო ძალები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ლოზუნგი „ჩვენ არ დავტოვებთ საკუთარს“ ჩვენთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“, - აღნიშეს უწყებაში.