
ყვარელში 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის მამა "მთავარ არხთან" ყვება, რომ მას შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. 37 წლის ახალგაზრდა კაცმა საპატიმრო 8 თვის წინ დატოვა, ის რამდენჯერმე ნასამართლევია.
მამისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
"ჩხუბი მოსვლიათ და ვიღაც დაუჭრია, გავანებე მუშაობას თავი წამოვედი, ახლა წამოვედი და გამოვედი გასაგებად. ურთიერთობა არ მაქვს...პური ჭამეს, მერე გავიდნენ სასაფლაოზე გასარკვევად", - ამბობს მამა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ შილდაში, ერთ-ერთ ოჯახში მოხდა, სადაც ახალგაზრდები ქეიფობდნენ. დაპირისპირების მიზეზი ადგილობრივებმა არ იციან.
სავარაუდო დამნაშავე, 37 წლის გელა ისაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვინაიდან ურთიერთდაპირისპირების დროს დაჭრეს და დაზიანებები მიიღო. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისაშვილმა ბოლოს სასჯელაღსრულების დაწესებულება 1 წლის წინ დატოვა. ის ცემის ფაქტზე იყო დაკავებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე: