
ბულგარეთის პროკურატურამ სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირის გამო, 5 პირს ბრალი წაუყენა. პროკურატურის სპიკერის თქმით, ბრალდებული ხუთი პირი "ლოჯისტიკურად" დაეხმარა გაქცევაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს.
ადგილობრივი ტელევიზიების ცნობით, სამი მათგანი მოლდოვადან იყო, ერთი კი ერთ-ერთი არაბული ქვეყნიდან. კიდევ ერთის ვინაობა კი უცნობია.
შეგახსენებთ, აფეთქება სტამბოლში 13 ნოემბერს მოხდა, შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.