
ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა - 60 სახლში გათბობის სისტემები უკვე დაჩაირთო, - განაცხადა სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე სტარუხმა.
სტარუხის ინფორმაციით, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში. მისი თქმით, დანარჩენ სახლებში გათბობა დღეს 23:00 საათამდე უნდა აღდგეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, რომ ქალაქში 4-დან 7-მდე ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. დარტყმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მიაყენეს. ადგილზე მაშველები მუშაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.