ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო საზენიტო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. პრემიერმინისტრის რიში სუნაკის თქმით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი  120 საზენიტო რაკეტას, საზენიტო აღჭურვილობას, მათ შორის რადარებსა და საზენიტო იარაღს მოიცავს.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსული ძალების უკან დახევას, მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად იბომბება. დღეს ჩვენ ვაძლევთ ახალ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, მათ შორის საზენიტო იარაღს, რადარებს და საზენიტო-საწინააღმდეგო აღჭურვილობას. ასევე, ზამთრის წინ, ჰუმანიტარული მხარდაჭერას გავზრდით", - თქვა სუნაკმა

ასევე, უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან ჰუმანიტარული დახმარებისთვის 16 მლნ ფუნტს მიიღებს, რომელიც ხელს შეუწყობს გენერატორების, თავშესაფრის, წყალსადენის და მობილური სამედიცინო კლინიკების შეკეთებას

შეგახსენებთ, რომ რიში სუნაკი უკრაინაში დღეს ჩავიდა.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი