ხალხის ხარჯზე, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან პირად კომფორტს არ იკლებენ საჯარო მოხელეები. მაგალითად, ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს თვეში 800 ლიტრი საწვავი სჭირდება. ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონულმა მედია "მოზაიკამ" გაავრცელა.
ირკვევა, რომ ქარელის მერია ყოველთვიურად ბიუჯეტიდან 3 000 ლიტრ საწვავს ყიდულობს, მერიის ბალანსზე არსებული 7 ავტომობილისთვის. ყველაზე მეტი საწვავი კი მერთან ზაზა გულიაშვილთან მიდის. 2022 წლის იანვრიდან დღემდე, ანუ 11 თვეში, გამოდის რომ მერს გადაადგილებისთვის 8 800 ლიტრი ბენზინი დაჭირდა, რაც ბიუჯეტიდან გადახდილ 101 780 ლარის გადახდას ნიშნავს. იგივე ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში.