
ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ბერისლავის რაიონში მანქანა აფეთქდა. დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
"18 ნოემბერს მანქანა ასაფეთქებელ ობიექტს დაეჯახა. შემთხვევა ქალაქ ბერისლავთან მოხდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები", - წერს ბერისლავის სამხედრო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი ვოლოდიმირ ლიტვინოვი.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ბევრი ნაღმი დატოვეს და მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ იმ გზებზე გადაადგილებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ სპეციალისტებს.