
ქურდობა, ძარცვა, სხვისი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება - ეს არის თანამედროვე "რუსული კულტურის" ნამდვილი მნიშვნელობა, - წერს twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მუზეუმი მთლიანად გაძარცვეს:
"გინდათ კულტურაზე ვისაუბროთ? რუსეთი მთლიანად ძარცვავს უკრაინული კულტურის ნებისმიერ ცენტრს, ართმევს ყველაფერს ჩვენს მუზეუმებს. ხერსონის მუზეუმები მთლიანად გაძარცვეს. ქურდობა, ძარცვა, სხვისი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება - ეს არის თანამედროვე "რუსული კულტურის" ნამდვილი მნიშვნელობა" - წერს პოდოლიაკი