ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებებით, პოლონეთი ეუთოს უფსკრულში უბიძგებს - რუსეთი ლავროვის არ შეშვებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა პოლონეთის უარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის ქვეყანაში შეშვებაზე. მათ ვარშავის გადაწყვეტილებას "უპრეცედენტო და პროვოკაციული" უწოდეს. 

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვარშავამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ეუთოს ავტორიტეტს.

რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ვარშავის გადაწყვეტილება ორგანიზაციაში პოლონეთის „ანტითავმჯდომარეობის“ კულმინაციაა.

"ჯერ დაბლოკეს რუსი პარლამენტარების მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე (ვარშავა, 24-26 ნოემბერი), ახლა კი მკაცრად შეზღუდეს ჩვენი დელეგაციის უფლებები მინისტრთა შეხვედრაზე. ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებებით პოლონელები, დასავლური ბანაკიდან თავიანთი თანამოაზრეების მხარდაჭერით, ეუთოს უფსკრულში უბიძგებენ“, - თვლის მოსკოვი. 

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვსა და მის დელეგაციას ეუთოს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება, რუსეთის დელეგაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაიშვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი