რუსული სამხედრო ნაწილების რაოდენობა ოკუპირებულ ლუგანსკში გაიზარდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში რუსული სამხედრო ნაწილების რაოდენობა  გაიზარდა. 

"ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრასნოესა და სემეიკინოს დასახლებებში მტერი პერსონალს ათავსებს მიტოვებულ სახლებში და იძულებით ასახლებს მშვიდობიან მოსახლეობას სახლებიდან სხვა დასახლებებში“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის შეტყობინებაში.

მათივე მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვა გასულ კვირასთან შედარებით ნაკლებად ინტენსიური იყო და რუსეთის არმიამ დღეს ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ხოლო, 12 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი