Washington Post: რუსეთმა ირანთან საიდუმლო შეთანხმება დადო, ირანული დრონების რუსეთში წარმოებაზე

გამოქვეყნდა:

დასავლური დაზვერვის ახალი მონაცემებით, რუსეთმა დადო საიდუმლო შეთანხმება ირანთან რუსეთის ტერიტორიაზე დრონების წარმოების დაწყების შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი სამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში ირანში გამართულ შეხვედრის დროს გაფორმდა.

გამოცემა წერს, რომ  მოსკოვისთვის ამ შეთანხმებას შეუძლია დააკმაყოფილოს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის კრიტიკული მოთხოვნილება, რომელიც 9 თვიანი ბრძოლის შემდეგ დეფიციტშია.

გარდა ამისა ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმებები  მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს იძლევა ირანისთვის.

​ირანის ლიდერები კი თვლიან, რომ მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ახალი სანქციები, თუ თვითმფრინავები  რუსეთში დამზადდება.

ცნობისთვის,  დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, აგვისტოდან  დღემდე, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების 400-ზე მეტი კამიკაძე დრონი გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი