ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა წინ მიიწევენ. თუმცა მათ, როგორც გაიდაი წერს, წვიმიანი ამინდი პრობლემებს უქმნით. 

გაიდაის ინფორმაციით, გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდგომარეობაშია და მთლიანად დანგრეულია. მისივე თქმით, დაბომბვა არ წყდება, რის გამოც, შეჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანები იმისათვის, რომ ადგილობრივების ევაკუაცია მოხდეს სურვილისამებრ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი