„ქართული ოცნების“ მმართველობის დრო პენიტენციურ სისტემაში შეიძლება დავახასიათოთ რამდენიმე სიტყვით - ეს არის დრო, როდესაც გათელილი ღირსებიდან, მივედით ღირსების უზენაესობამდე. მთავარი რაც მოხდა, ეს არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გარდატეხა, როდესაც სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულებაა ადამიანის ღირსების დაცვა. ღირსება არის უფლებათა საფუძველი, მთავარი წყარო და თუკი ადამიანის ღირსებას რამე შეეხება, ჩავთვალოთ, რომ ადამიანი ხდება უკვე უუფლებო. 2011 წელს „სიპიტი“ [„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი“ (CPT) ] წერდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, გასულ წელს, კი როცა გვქონდა „სიპიტის“ წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ვფიქრობ, ეს დასკვნა პასუხობს ყველა კითხვაზე პასუხს, თუ რა ხდება პენიტენციურ სისტემაში“, -
აცხადებს იუსტისიი მინისტრი რატი ბრეგაძე "იმედის" ეთერში.