"კეთილი უნდა ენება და მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები" - ბრეგაძე ადვოკატის განცხადებაზე, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, -აცხადებს იუსტიციის მინისტრი "იმედის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატის  გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

"ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ განცხადებას, თუ ვინმე გააკეთებდა, კეთილი უნდა ენება და მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ ცენტრი „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს უზრუნველყოფილი. მას როდესაც დასჭირვებია სამედიცინო დახმარება, ყოველთვის დროულად იყო აღმოჩენილი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

"არსებობს საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება" - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გააკეთა. მისი თქმით, ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები და ელემენტები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ბიოფსიური კვლევის შედეგად, აღმოჩენილია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი