"კლანური პრინციპით შეარჩიეს სამი კანდიდატი მდიდარმა ენჯეოებმა და იმ სამიდან, ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა იმდენად არაკომპეტენტურია. ყველამ იცის იურიდიულ საზოგადოებაში რამდენად არაკომპეტენტურია ეს კონკრეტული კანდიდატი. გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა პარლამენტში, რითაც პარლამენტს შეურაცხყოფა მიაყენა. ასეთი რაღაცეები ხდება. ჩვენთვის მთავარი რა არის, რომ ორი კრიტერიუმი ავიღოთ, ეს არის მიუკერძოებლობა და კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაც ამ ყველაფერს უკავშირდება და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სადაც ვერ წავალთ ჩვენ კომპრომისზე ეს არის სწორედ ეს ორი კრიტერიუმი. ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე არაკეთილსინდისიერებასთან, არაკომპეტენტურობასთან და მიკერძოებასთან. ამასთან, ვერ წავალთ კომპრომისზე, ყველაფერ დანარჩენზე, ბუნებრივია, კომპრომისზე შეგვიძლია წავიდეთ და ამას გავაკეთებთ ისევ და ისევ იმისათვის, რომ თუნდაც, ის 12 პუნქტი შესრულდეს, წინ წავიწიოთ კიდევ უფრო მეტად კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ა.შ."
განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პირველი არხის" ეთერში, სახალხო დამცველობის კანდიდატებზე საუბრისას.
ცნობისთვის, პარლამენტში გასაუბრებაზე არ მივიდა არასამთავრობოების მიერ რჩერჩეული ერთ-ერთი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი