
ტრამპის Twitter-ის ანგარიში აღდგენილია - ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ილონ მასკმა გაავრცელა და დაწერა, რომ საკითხზე მოქალაქეების გამოკითხვა ჩატარდა.
15 მილიონზე მეტმა ადამიანმა - Twitter-ის 237 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლიდან - ანგარიშის აღდგენას ხმა 51,8%-მა მისცა და 48,2% კი წინააღმდეგი აღმოჩნდა. ანგარიშის გაყინვის დროს ტრამპს 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა.
„ხალხმა იმსჯელა. ტრამპი აღდგება. ხმა ხალხისა, ხმა ღვთისა" , - დაწერა მასკმა ტვიტერზე 24-საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი Twitter-ის პლატფორმაზე 2021 წლის 6 იანვრის, კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმის შემდეგ დაბლოკეს. მიზეზი ტრამპის მიერ ძალადობის ძამახალისებელი განცხადებები გახდა.