გაიდაი: ჩვენმა არმიამ ლუგანსკში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ომის 270-ე  დღე უკრაინაში - ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის სერგეი გაიდაის თქმით უკრაინელმა სამხედროებმა ამ ეტაპზე 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, მიმდინარეობს დანაღმული ზონების გასუფთავების პროცესი. 

"უკრაინის შეარაღებული ძალები ეტაპობრივად წინ მიიწევს. მართალია რუსებმა რეზერვისტები ჩამოიყვანეს, ტერიტორიები დანაღმეს, ხიდები ააფეთქეს და პოზიციები გაამაგრეს, თუმცა ეტაპობრივად წინ მივიწევთ. ჩვენი მებრძოლები მტერს ყველა მიმართულებით ანადგურებენ. დე-ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში ვიყავი. რუსებმა იქ ის რუსული სამყარო დატოვეს სადაც თვითონ ცხოვრობენ. ყველაფერი განადგურებულია. მაკიევკაში ბიბლიოთეკა, საავადმყოფო და სახლი აღარ დარჩა, ყველაფერი დაანგრიეს. დე-ოკუპირებულ ზონებში ადამიანები ცხოვრობენ და ევაკუაციაზე უარს აცხადებენ. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ვცდილობთ, დავეხმაროთ. ლუგანსკის ოლქში ყველაფერი დანაღმულია. ადამიანები საფრთხეში იმყოფებიან, შესაძლებელია ისინი ნაღმზე საკუთარ ეზოშიც კი აფეთდნენ. ამ ეტაპზე ჩვენმა არმიამ 12 დასახლებული პუნქტის დე-ოკუპაცია მოახდინა. ჯერჯერობით ამ ზონების ვასუფთავებთ, ასევე განაღმვით სამუშაოებს ვატარებთ. ჩვენი არმია აუცილებლად მივა ბოლომდე და სახელმწიფო საზღვარს აღადგენს", - ამბობს სერგეი გაიდაი, ლუგანკის ოლქის გუბერნატორი. 

ცნობისთვის, უკრაინის შეარაღებულმა ძალები  აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მიმართულებით წარმატებით იბრძვიან. უკრაინელმა სამხედროებმა და არტილერისტებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს მტრის პოზიციებზე ზაპოროჟიეს ოლქშიც. გენშტაბის ინფორმაციით განადგურებულია 160 ოკუპანტი, 2 სამეთაურო პუნქტი, 3 იარაღის საცავი და 15 ერთეული სამხედრო ტექნიკა. დაძაბული ვითარებაა ლუგანსკის ოლქში სადაც ინტენსიური შეტაკებები გრძლედება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი