
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოში, LGBTQ ღამის კლუბში სროლისას, - ინფორმაციას CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 911-ზე ზარები 23:57 საათიდან დაიწყო. პოლიციის ლეიტენანტი პამელა კასტრო ამბობს, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი კლუბის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. "ამ დროისთვი ეჭვმიტანილი მკურნალობს, მაგრამ ის დაკავებულია" - თქვა მან.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში Club Q-მ განაცხადა, რომ ის "განადგურებულია ჩვენს საზოგაოებაზე უაზრო თავდასხმის გამო" და მადლობა გადაუხადა "გმირი მომხმარებლების სწრაფ რეაქციას, რომლებმაც დაიმორჩილეს შეიარაღებული თავდამსხმელი და ეს სიძულვილის თავდასხმა დაასრულეს".
როგორ დასრულდა სროლა, დეტალების შესახებ პოლიცია არ საუბრობს, თუმცა კასტრო აცხადებს, რომ "ეს არ ყოფილა სროლა ოფიცრის მონაწილეობით".
CNN წერს, რომ მსგავსი შემთხვევა 2016 წელს ფლორიდაში, LGBTQ ღამის კლუბშიც მოხდა, როცა შეიარაღებულმა პირმა ერთგულება გამოუცხადა ისლამურ სახელმწიფოს და 49 პირი მოკლა, 53 კი დაჭრა.