ბულგარეთში, სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბულგარეთში, სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი 
ბულგარეთის მთავარ პროკურორ, ივან გეშევზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულთაგან სამი მოლდოვური წარმოშობისაა, ორი კი ქურთული.

"ბრალდება 5 ადამიანს წაუყენეს, რომლებიც ორ ჯგუფად ნაწილდებიან - სხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მხარდაჭერისთვის, კერძოდ, სტამბოლის ტერაქტისთვის და ადამიანებით ვაჭრობისთვის" - თქვა მან და აქვე განმარტა, რომ ბრალდებულები ძირითადად, თურქეთის გავლით ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდაში იყვნენ ჩართულები. 

მოგვიანებით კი ბულგარეთის სასამართლომ დაადგინა, რმ 4 მათგანი, შესაძლოა, წინასწარ პატიმრობაში ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დარჩეს, ვინაიდან სასამართლოს არ აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ისინი ციხეში ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, აფეთქება სტამბოლში 13 ნოემბერს მოხდა, შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი