23 ნოემბერს პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

23 ნოემბერს პარლამენტთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. საპროტესტო შეკრება გუშინ, 20 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა დააანონსეს. 

ოპოზიციონერი  პოლიტიკოსები და  სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, მანამდე ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული. ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანას შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. 

ცნობისთვის, თვეებია მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედშია" გადაყვანილი, თუმცა, ოჯახიც და მათ მიერ მოწვეული ექსპერტებიც ამბობენ, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი