საქართველო არ დაესწრო გაეროში კენჭისყრას ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ - "დროა"

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" წევრის, გიგა ლემონჯავას ინფორმაციით, საქართველო არ დაესწრო გაეროში კენჭისყრას ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ლემონჯავას თქმით, ეს ტოტალიტარული ქვეყნების მხარდაჭერასა და "ქართული ოცნების" პოზიციას აჩვენებს.

ლემონჯავამ ასევე აღნიშნა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ დიქტატორული მმართველობის ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად, მეანმარი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი.

"ეს ერთის მხრივ წარმოადგენს რეგიონის ტოტალიტარული ქვეყნების მხარდაჭერას და მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული ოცნების ადგილს ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში, სადაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ერთმანეთს უპირისპირდება. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არიან მეანმარი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი - უფრო დიქტატორული მმართველობის მქონე ქვეყნები. რეზოლუციას ასევე მხარი არ დაუჭირა, რუსეთმა ბელარუსმა, სომხეთმა, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა, საქართველო, სამწუხაროდ აღმოჩნდა ამ ქვეყნების კლუბში, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს მოლდოვამ და უკრაინამ", - თქვა გიგა ლემონჯავამ.

გაეროს ასამბლეამ მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. კომიტეტმა დაამტკიცა პროექტი ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 80 ხმით 28 წინააღმდეგ, 68-მ თავი შეიკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი