
უკრაინულმა სახელმწიფო კონცერნმა - Ukroboronprom - 122 და 152 მმ-იანი საბრძოლო ჭურვების სერიული წარმოება დაიწყო.
"აი, ისინიც, 152 მმ უკრაინული მრისხანება. მალე ისინი მთელი ფრონტის ხაზზე იქნება. დაიჭირეთ. სალამი, ოკუპანტებო! ბევრი სალამი იქნება", - ნათქვამია სახელმწიფო კონცერნის ფეისბუქ შეტყობინებაში.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Ukroboronprom ნატოს ერთ-ერთ ქვეყანასთან ერთად საბრძოლო მასალის ქარხანას ააშენებს.
კონცერნის მიერ წარმოებული იარაღი ნატოს ტექნოლოგიით მზადდება და გამოცდაც წარმატებით გაიარა.