ზუგდიდის პოლიციაში მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის დედას კითხავენ - დანაშაულის იარაღის ექსპერტიზა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვები გრძელდება. ამ დროისათვის სამართალდამცველების შეკითხვებს მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის დედა პასუხობს.

ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზიდან სამხარეო პოლიციაში გადაიტანეს დანაშაულის იარაღი - დანა, რომელიც საქმის მასალებს მტკიცებულების სახით დაერთვება.

15 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებული გუშინვე დააკავეს. მკვლელობა სპორტულ მოედანზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით მოხდა. სისხლიან გარჩევაში, რომლის შედეგადაც მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს, რამდენიმე მისი თანატოლი მონაწილეობდა. 

ბრალდებული არასრულწლოვანია და ადვოკატის განმარტებით, დანაშაულს აღიარებს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი