ინდონეზიაში მიწისძვრას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მაშველები ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც ნანგრევების ქვეშ არიან ჩარჩენილები.

ადგილობრივმა გუბერნატორმა დაადასტურა მიწისძვრის შედეგად დაღუპული 56 ადამიანის შესახებ. ეპიცენტრი ქალაქი ციანჯური, დაახლოებით 75 კილომეტრში დედაქალაქ ჯაკარტადან.

კატასტროფების ეროვნულმა სააგენტომ (BNPB), პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 700-მდე ადამიანი დაშავდა და 300-ზე მეტი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.

რაიონში ელექტროენერგია გათიშულია, რაც აფერხებს კომუნიკაციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი