"თქვენ შეგიძლიათ პატიმრობიდან გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია" - მიმართვა ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაცია, "ერთად სახლში", საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ორგანიზაციის წევრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში "ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია ევროკომისიის 12 პუნქტიდან მინიმუმ პირველი და მეშვიდე პუნქტების უსწრაფესად შესრულება".

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქალბატონო პრეზიდენტო,

ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ყაფლანიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ფართო მასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე მალე გერმანიიდან წავიდა უკრაინაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინის და ასევე საქართველოს ცივილიზებული მომავლის გადასარჩენად და თავისი წვლილის შესატანად. ის ამა წლის 21 ოქტომბერს გმირულად დაეცა დონბასში ჩვენი ქვეყნის და უკრაინის საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მიხეილ ყაფლანიშვილმა და უკრაინაში გმირულად დაღუპულმა ბიჭებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ბედნიერი მომავლისთვის გადაიხადეს ყველაზე ძვირი საფასური - თავიანთი სიცოცხლე. ისინი არიან, ჩვენი ქვეყნის ისტორიის საამაყო ნაწილი. ჩვენ ვაპელირებთ თქვენთან, მოვითხოვთ და ვითხოვთ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაკისრებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში.

ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოში თქვენი სტატუსიდან გამომდინარე თქვენ ხართ სინამდვილეში ერთადერთი ფიგურა, რომელსაც რეალურად შეუძლია ეხლა ამ წუთს მიიღოს გადაწყვეტილება და ამით ხელი შეუწყოს იმ თორმეტი პუნქტიდან მინიმუმ პირველი და მეშვიდე პუნქტების უსწრაფესად შესრულებას, რომლებიც გულისხმობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას და თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფას. თქვენ შეგიძლიათ უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი მედიის, მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ჩვენს თაობას და ასევე თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს ისტორია არ გვაპატიებს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნების - ევროპულ სახლში საქართველოს ინტეგრაციის რეალური შანსის ხელიდან გაშვებას. არ გვაპატიებს ისტორია უმოქმედობას თუნდაც იმ ბიჭების გმირობის ფონზე, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლისთვის. დაგვანახეთ, რომ თქვენ რეალურად გსურთ, საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

პატივისცემით, ორგანიზაცია „ერთად სახლში", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის წევრები:

  • მანანა სამუშია (საბჭოს წევრი, მიუნხენი, გერმანია);
  • გიორგი მეტრეველი (დამფუძნებელი, საბჭოს წევრი, ლანდაუ, გერმანია);
  • ოთარ მარდალეიშვილი (დამფუძნებელი, თავმჯდომარის მოადგილე, ჰანოვერი, გერმანია);
  • ფიქრია აფციაური-ჰუფნაგელ (საბჭოს წევრი, მიუნხენი, გერმანია);
  • ირმა ბრეგვაძე (დამფუძნებელი, ჰაგენი, გერმანია)
  • ხათუნა გეგეჩკორი (დამფუძნებელი, მიუნხენი, გერმანია);
  • მზია გორდონ (ბერლინი, გერმანია);
  • მაკა დვალიშვილი (მიუნხენი, გერმანია);
  • თინათინ ქუშაშვილი (საბჭოს წევრი, მიუნხენი, გერმანია);
  • ნინო პაპუკაშვილი (დამფუძნებელი, თავმჯდომარის მოადგილე, ჰამბურგი, გერმანია).
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი