კომიტეტზე ომბუდსმენობის კანდიდატურებს უყარეს კენჭი - ყველაზე მეტი ხმა ბურჯანაძემ მიიღო

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამართული კენჭისყრისას ყველაზე მეტი - 9 ხმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. ბურჯანაძეს, რომელიც ამჟამად მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილეა, მხარი დაუჭირა "ქართულმა ოცნებამ" , "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "საქართველოსთვის" დაუჭირეს.

"ეს არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ ძალიან გამიხარდა 
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა
პროფესიული საპარლამენტო კომისიის დადებითი შეფასება
და ეხლა კიდე ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთსულოვანი (9-ვე ხმა) მხარდაჭერა 
ვნახოთ რა იქნება აწი " წერს გიორგი ბურჯანაძე ფეისბუქზე

ანა აბაშიძეს მხარი დაუჭირა "ლელომ" და "ქართულმა ოცნებამ", ხოლო ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას ენმ-მ და "ლელომ".

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დღეს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატს დაუჭირა მხარი გარდა ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძისა და გიორგი ცობეხიასი, რომლებმაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარმოდგენილი 19-ვე კანდიდატი იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი