
ლუქსემბურგი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრი, ფრანსუა ბაუშე "ტვიტერზე" ავრცელებს.
მისივე განცხადებით, უკრაინა მიიღებს მაღალი გამავლობის მრავალფუნქციურ ჯიპებს, არტილერიის ტყვიებს, დრონებსა და ჯავშანმანქანებს.
"ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრს ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის და ღირებულების დახმარებას გადასცემს იგი უკრაინას.