ბაქოში, სოლიდარობის აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

გამოქვეყნდა:

ბაქოში, მოკლული გენერლისა და სამხედროების სოლიდარობის მოტივით დაწყებული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ყარაბაღის რეგიონში შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პოლიციის მანქანებიც დააზიანეს. სამართალდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს და ათობით აქციის მონაწილე დააკავეს. 

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატის, პარტია "სამოქალაქო სოლიდარობის" წევრის თქმით, პროვოკაციის უკან რუსეთი დგას. 

პარლამენტში შეჭრა სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, აქ უფრო რადიკალური დაჯგუფებები იყვნენ, მე ასე ვფიქრობ, პროვოკაციების უკან რუსეთი დგას, - ამობს საბირ რუსტამხნლი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "აზერბაიჯან და თურქ ქალთა გაერთიანების" ხელმძღვანელი, თანზილა რუსტამხანლიც ამბობს, რომ კავკასიაში ნებისმიერი სისხლისღვრის უკან რუსეთის ხელი ურევია. 

სამწუხაროდ, ქვეყნის ერთ მხარეს ბრძოლები მიმდინარეობს, სისხლი იღვრება. მეორემ მხარეს კი, ერთი ჯგუფი პარლამენტში შეჭრისა და პოლიციის ავტომობილების დარბევისთვის დროს ნახულობს. აქ კარგად გამოჩნდა მტრის ხელი. სამწუხაროდ, კავკასიაში ნებისმიერი სისხლისღვრის უკან რუსეთის ხელი ურევია, ახლაც ამ პოლიტიკის უკან მთავარი მოთამაშე რუსეთია, - თქვა თანზილა რუსტამხანლიმ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების დროს მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის გახსნაში პირიქით დაადანაშაულა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი