"მზად ვართ, ამ ექსპერტიზებში მივიღოთ მონაწილეობა" | მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბრეგაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ის მიესალმება იუსტიციის მინისტრის განცხადებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. 

სპეკულაციები უნდა შეწყდეს. ყოველგვარი გაუგებარი, იმიტომ რომ ეს ისეთი თემაა, ოდნავ ერთი სიტყვაც გადახრილი შესაძლებელია ძაან ცუდად იქნეს საზოგადოების მხრიდან აღქმული. ამოუვიდა გარკვეული ნივთიერებები, რა ნივთიერებებია, როგორაა, ამას უკვე ველოდებით ამერიკელი მეცნიერების დასკვნას და გავაცნობთ საზოგადოებას. 

მე ერთხელ მივესალმე იუსტიციის მინისტრის ინიციატივას და ეხლაც მივესალმები, კი ბატონო, ჩაატარონ, რა ტიპის ექსპერტიზა უნდათ, როცა უნდათ, ჩვენ მზად ვართ, ამ ექსპერტიზებში მივიღოთ მონაწილეობა, - ამბობს ხაჭაპურიძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი