"შეწყდეს ოკუპანტების თარეში" - ამ ლოზუნგით ერგნეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, "ქართული ოცნება" ელჩებთან ერთად ხშირად უნდა მიდიოდეს საოკუპაციო ხაზზე და ოკუპაციაზე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს.
არ შეიძლება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იძახდეს, რომ ასეთი რაღაცები ხდება, ფაქტობრივად, იძახის, რომ ეს არის ნორმა და ჩვენ ამას ვეგუებით. "ქართული ოცნება" აქტიურად, მათ შორის ელჩებთან ერთად, თავადაც უნდა ჩამოვიდნენ, ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, მათ შორის, "წითელ ჯვართან" ერთად, - ამბობს ელენე ხოშტარია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებლელის დავით ქაცარავას თქმით კი, გატაცებული სამი პირი პატიმრობაში რჩება. ქაცარავა ხელისუფლებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს ამ ადამიანების გათავისუფლების პროცესში.