ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტამის ინფორმაციით, სანქციები ეხება მათი ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას და დაჯილდოვდნენ მათი ერთგულებისთვის სიმდიდრითა და გავლენით. 

გარდა ამისა, სანქციები დაწესდა 4 იურიდიული პირის მიმართ, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის, ფოლადის და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე სარადარო და ელექტრონული აღჭურვილობის სისტემებში.

საერთო ჯამში,  ზელანდიას  რუსეთის 1200-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ჰყავს სანქიცრებული. 
მათ შორის არიან: გაზპრომბანკის ხელმძღვანელი, ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი, ვაგიტ ალეკპეროვი, ვნეშეკონომბანკის თავმჯდომარე, სერგეი გორკოვი, როსობორონექსპორტის გენერალურ დირექტორი, ალექსანდრ მიხეევი, ნოვატეკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ლეონიდ მიხელსონი, სახელმწიფო კომპანიის ნორილსკის ნიკელის პრეზიდენტი, ვლადიმერ პოტანინი და სხვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი