სალომე ზურაბიშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მიხეილ სააკაშვილზე | როდის ჩატარდება ახალი ტოქსიკოლოგიური კვლევა

გამოქვეყნდა:

ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება ახალ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვს, ადვოკატები კი დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობას. მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალს ეძებენ. თავად მესამე პრეზიდენტი ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ არასდროს უთქვამს შესაძლო მოწამლვის შესახებ, თუმცა მზად არის კიდევ ერთი, ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის. 

როგორ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზამში მძიმე მეტალები ჯერჯერობით დაუდგენელია. ხვალ გასაჯაროვდება ამერიკელი მედიკოსების დასკვნა, ექსპერტიზისთვის ემზადებიან სამხარაულის ბიუროშიც თუმცა ამ შემთხვევაში სააკაშვილის უფლებადამცველები ექსპერტიზაში ალტერნატიული კონსილიუმის მონაწილეობას მოითხოვენ.

პარალელურად დუმილს არღვევს მოქმედი პრეზიდენტი და აცხადებს, რომ არ სურს სააკაშვილი ციხეში მოკვდეს და ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდეტი ქვეყნიდან უნდა გაიყვანონ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი