
ცენტრალური ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ქიმიურ და სხვა სამრეწველო საქონლის მწარმოებელ კომპანიაში გაჩენილ ხანძარს 38 ადამიანი ემსხვერპლა. სამშაბათს ადილობრივმა მთავრობამ თქვა, რომ დაშავდა კიდევ ორი პირი.
სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ვიდეომასალაში ჩანს, რომ ცეცხლი და კვამლი ამოდიოდა, ორსართულიანი შენობიდან, რომელიც ხანძარმა მოიცვა. კომპანია, Kaixinda-ს ონლაინ განცხადების თანახმად, საბითუმოდ ვაჭრობდნენ სამრეწველო საქონლის ფართო სპექტრით, მათ შორის სპეციალიზებული ქიმიკატებით.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ჩინეთში არაერთი მსგავსი შემთხვევა უკავშირდება უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობას, რაც გამოწვეულია მზარდი კონკურენციითა და კორუფციით.