კენიაში ბაობაბების, მათ შორის ივანიშვილისთვის განკუთვნილი ხეების, ამოთხრისა და გადატანის ლიცენზია გაუქმდა

გამოქვეყნდა:

კენიის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადაწყვეტილებით, კილიფის ოლქში ბაობაბების ამოთხრა შეჩერებულია. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კაბინეტს დაავალა. კენიურმა სასამართლომ საუკუნოვანი ხეების გატანა საქართველოში სანებართვო ლიცენზიების არარსებობის და ბიო მეკობრეობის საფრთხის მიზეზით აკრძალა. პრეზიდენტ რუტოს დირექტივა გამოძიების დასრულებამდეა ძალაში.

"უნდა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა ეს პროცესი ბიომრავალფეროვნების კონვენციისა და ნაგოიას პროტოკოლის მოთხოვნებს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს კენიელებისთვის სამართლიანი სარგებლის გაზიარების ფორმულის ადეკვატური ავტორიზაცია და ეს პროცესი უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის გეგმას, 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ უახლოეს 10 წელიწადში", - დაწერა უილიამ რუტომ.

გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის კაბინეტის მდივანი კენიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი თქმით, უცხოურმა კომპანიამ ბაობაბები სახელწიფო კანონდმებლობისა და პროტოკოლების დარღვევით მოთხარა. 

"სახელმწიფო კანონმდებლობისა და პროტოკოლების დარღვევით უცხოურმა კომპანიამ მოთხარა და გადაიტანა 8 ერთეული ბაობაბი. მე ვეთანხმები კენიის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც უკან გაიწვია შესაბამისი ლიცენზია, ასევე გაუქმებულია ის სანებართვო ფორმა, რომელიც ამ ხეების ტრანსპორტირებისთვის იყო საჭირო", - თქვა გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის კაბინეტის მდივანი.

ამოთხრილ ასწლოვან ბაობაბებზე მთავარმა რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა. ივანიშვილის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის განკუთვნილი გიგანტური ხეების თემა ადგილობრივ მედიაშიც საკმაოდ აქტუალურია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი