ორი ცნობილი ირანელი მსახიობი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირეს საპროტესტო მოძრაობას

გამოქვეყნდა:

ორი ცნობილი ირანელი მსახიობი დააკავა უშიშროების ძალებმა მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ მხარი დაუჭირეს საპროტესტო მოძრაობას, ვინაიდან ხელისუფლება აძლიერებს დისიდენტების დარბევას.

კატაიუნ რიაჰი ირანის უსაფრთხოების ძალებმა კვირას დააკავეს, იტყობინება სააგენტო Tasnim. მსახიობმა, საკუთარი "ინსტაგრამის" ექაუნთზე გამოაქვეყნა ვიდეო თავსაბურავის გარეშე მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ. 

ჰენგამე ღაზიანიმ შაბათს თავის "ინსტაგრამის" ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ირანელი მსახიობი საჯაროდ თავსაბურავის გარეშე დგას და გაშლილ თმას იკრავს.

"ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო პოსტი. ამ მომენტიდან, თუ რამე დამემართება, იცოდე, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე მუდამ ირანის ხალხთან ვიქნები“, - თქვა მან წარწერაში.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ღაზიანი უშიშროების ძალებმა სასამართლოს განკარგულებით დააკავეს ვიდეოს გამოქვეყნებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ. მას წაუყენეს ბრალი ირანის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისა და ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტულ საქმიანობაში, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars. 

კვირას, ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯეს მეექვსე პირი, რომელიც ბრალდებულია ბოლო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, იტყობინება Tasnim News Agency.

ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, სექტემბრის შემდეგ დემონსტრაციების დროს სულ მცირე 378 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 47 ბავშვი. პროტესტის ტალღა კი მას შემდეგ დაიწყო რაც "მორალის პოლიციამ" 22 წლის ქალი - მაჰსა ამინი ჯიჰაბის "არასწორად ტარების" მიზეზით დააკავა და სცემა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი