
მიხეილ სააკაშვილს არ სურს პრეზიდენტმა შეიწყალოს - მესამე პრეზიდენტი თანახმაა მისი ადვოკატი შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და გააცნოს სამედიცინო დასკვნის შედეგები,
თუმცა უარს ამბობს მისი შეწყალების საკითხი განიხილონ.
მიხეილ სააკაშვილის ეს პოზიცია შალვა ხაჭაპურიძემ გაახმოვანა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი ვივა მედში მოინახულა.
"სააკაშვილის პოზიციაა, რომ მიმართვა შეწყალებით, ასეთი რამ მას არ უთქვამს. შენ შეხვდი დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორიაო. ეს იყო მისი პასუხი." ამბობს ხაჭაპურიძე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრის სურვილი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს გამოთქვა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრას მას შემდეგ შეეცდება, რაც ამერიკელების მიერ მომზადებული დასკვნის შედეგს მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილს.
უფლებადამცველები უახლოეს დღეებში ელოდებიან ამერიკელი სპეციალისტებისგან ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს, სადაც უნდა ეწეროს, როგორ მოხვდა მძიმე მეტალები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ჭარბი დოზით.
ადვოკატის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან, ექსპერტიზის ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმებიან, თუ მასში "ვივა მედის" სამედიცინო ჯგუფიც ჩაერთვება.
"ვივა მედში" კი ამბობენ, რომ ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან არავინ დაკავშირებიათ.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი