კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო ვენეციის კომისიაში, შემდგომ გამოიწვიეს - დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე ის ვენეციის კომისიის ექსპერტებმა განიხილოს.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, შემდგომ გამოიწვიეს და ამჟამად არც საქართველოდან და არც უკრაინიდან კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როცა ის მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, დელეგაციისგან რომელთანაც საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე თანამშრომლობს - მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა, რადგან კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო ვენეციის კომისიაში, შემდგომ გამოიწვიეს. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით, არც საქართველოდან, არც უკრაინიდან.

ეს კანონი არის ახალი სფერო, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა ეს კანონი მიღებამდე განიხილონ. როგორც აღვნიშნე, ეს არის ძალიან კომპლექსური და ახალი, ამიტომ კანონის დამტკიცებამდე, ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის", - თქვა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტმა 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღო

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი სწორედ უკრაინული ანალოგია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი