
ინდონეზიაში, იავის პროვინციის ქალაქ ჩიანჯურში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 252-მე გაიზარდა. ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის ბევრი ბევრი ბავშვია, რადგან ნგრევის დროს ისინი სკოლებში იმყოფებოდნენ. 31 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 13 000-ზე მეტის ევაკუაცია მოხდა.
ოფიციალური პირები გააფრთხელს, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად.
სამუშაოებს აფერხებს მეწყერი და ის რომ სოფლების გზები დაზიანებულია.