ივანიშვილმა შეძლო ენმ-ს რეჟიმის დასრულება, ეს ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარია ქვეყნისთვის - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ, რომ მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი". 

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი