ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე ახალ თავდასხმას გეგმავენ - მათიკაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატ, დავით მათიკაშვილის მოლოდინით, ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე "ახალ თავდასხმას" გეგმავენ. 

მათიკაშვილი ასე გამოეხმაურა 29 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციას - "ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი".

"ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ" - ამბობს მათიკაშვილი.

კონფერენციის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ გაავრცელა. სწორედ ისაა კონფერენციის მასპინძელი. მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკური მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი