კრემლი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის
ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რუსეთმა ომის კონტექსტში უნდა განიხილოს.

პესკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინა, უკვე დიდი ხანია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის.  

"მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში", - თქვა პესკოვმა.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ ეროვნულ პოლიციასთან და უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკას ატარებდა, რომელიც მიმართული იყო რუსული სპეცსამსახურების უკრაინაში საქმიანობის წინააღმდეგ, რათა არ დაუშვან ლავრების "რუსული სამყაროს" თავმოყრის ადგილად გამოყენება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი