ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 151

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 151 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაშვებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო სამუშაოებს მეწყერი აფერხებს. 

5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში ორშაბათს, დასავლეთ ჯავის პროვინციაში მოხდა. 

ეპიცენტრი ქალაქი ციანჯური, დაახლოებით 75 კილომეტრში დედაქალაქ ჯაკარტადან. მიწისძვრიდან ორი საათის შემდეგ ქვეყანაში სულ 25 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი