ბაობაბები შეკვეთლის დენდროლოგიურ პარკში ოლიგაქრის ოცნებად დარჩა. კენიის საგანძურს ბიძინა ივანიშვილი ვეღარ მიიღებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. განკარგულება კენიის პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელმაც უნიკალური ხეების ექსპორტი შეაჩერა.
სასამართლომ კი საუკუნოვანი მცენარეების საქართველოში ტრანსპორტირება სანებართვო ლიცენზიების არარსებობის მიზეზით აკრძალა. უკვე რამდენიმე თვეა ბაობაბების სკანდალი კენიური მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.
გარემოსდამცველები შიშობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასთან ერთად მათი ეკოლოგიაც კატასტროფის საფრთხის წინაშე დადგება.