
კრემლისთვის სასურველი პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს ხელისუფლებისგან. "ქართული ოცნება" აგრძელებს მოსკოვის კარნახით საზღვრის ჩაკეტვის პოლიტიკას, რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი მოქალაქეებისთვის.
სულ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მესაზღვრეებმა ლარიდან რუსი ჟურნალისტი უკან გააძევეს. სერგეი აინბინდერი კრემლის ცნობილი კრიტიკოსია. ბოლო დროს ის მახაჩკალაში მობილიზაციის საპროტესტო სახალხო აქციის გაშუქებისას დააკავეს. ჟურნალისტი მხოლოდ წელს საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული, მაგრამ ახლა მისთვის საზღვარი დაიხურა.