ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი დაპირიპირების მიზეზი ხდება. მომავალი წლის ბიუჯეტი ადგილობრივმა მთავრობამ ისე დაგეგმა, რომ ხალხის საჭოროებები პროექტში მინიმალურად არის გათვალისწინებული.
85-მილიონიან ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებზეა გათვალისწინებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს - ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები ხელისუფლებას ისევ დაავიწყდა.